საწყობში დამხმარე აჭარაში
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
05 აგვ - 22 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „თ&რ დისტრიბუშენ“ (“ბრითიშ ამერიქენ თობაქო”-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) წარმოადგენს მსხვილ სადისტრიბუციო ქსელს, რომელიც მრავალი წელია დამკვიდრებულია ბაზარზე და მუდმივად ვითარდება.

 

თ&რ დისტრიბუშენ აცხადებს ვაკანსიას აჭარაში საწყობის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი

დასვენების დღე: კვირა

სამუშაო ადგილი:  ქ. ბათუმი, სულხან საბა ორბელიანის ქ., N7ა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის (მსუბუქი) გადატანა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე;
  • ავტომანქანების დატვირთვა პროდუქციით;
  • სასაწყობე განლაგების გაუმჯობესება;
  • საჭიროემისამებრ, სატრანსპორტო საშუალებების წესრიგზე ზრუნვა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროდუქციის დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია, მექანიკა).

 

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

  •  მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  •  დროის მართვის უნარი;
  •  მოტივირებულობა;
  •  დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საპენსიო შენატანის დაფინანსებას;
  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
  • სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას, ტრეინინგებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე hr@trd.ge და დასახელებაში მიუთითეთ „საწყობში დამხმარე“ ან შეავსეთ აპლიკაცია https://forms.gle/t6UAEUYo7Bm8474g7

 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის აპლიკაცია/CV/რეზიუმე და სხვ., რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემს სს „თ&რ დისტრიბუშენის“ მიერ შეგროვდება, დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ხელმძღვანელობით. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ პოტენციური დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს და გადასცეს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, როგორც დამსაქმებლის მმართველ სს "თ&რ დისტრიბუშენის" სამეთვალყურეო საბჭოს, შვილობილს თუ მესამე მხარეს, არსებული შრომითი ურთიერთობის ეფექტურად და მხარეთათვის ურთიერთ სასარგებლოდ განხორციელების მიზნით. კანდიდატი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არ დადგომის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის არ დასაქმების შემთხვევაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეინახოს და დაამუშაოს ინფორმაცია იმავე მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების მოპოვება.  ასევე კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ სს "თ&რ დისტრიბუშენს" გადაეცეს მონაცემი ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისგან (მათ შორის, საჯარო, კერძო, ფიზიკური პირი და ა.შ.). დასაქმების კანდიდატი აცნობიერებს, რომ წინამდებარე თანხმობის გაცემით სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ იღებს რაიმე ვალდებულებას თანხმობის გამცემის მიმართ. მათ შორის, სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ არის ვალდებული გააფორმოს დასაქმების კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი უფლებამოსილია ა) მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდები:

www.trd.ge LinkedIn Facebook

სს „თ&რ დისტრიბუშენ“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი