ექიმი ლაბორანტი
კასპი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
10 აგვ - 04 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფა“ დაარსდა 2011 წლის 23 აგვისტოს. ქსელი ამჟამად აერთიანებს ხუთ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ერთ პოლიკლინიკას: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის, ბათუმის და მახინჯაურის კლინიკებს. ქსელში დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი. "მედალფას" სათავო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში.

ჩვენი ყველა კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.

შპს "მედალფას" მიზანია პაციენტებისათვის კვალიფიციური, ეფექტური და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამ მიზნით კლინიკებში უწყვეტად მიმდინარეობს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას ექიმი ლაბორანტის პოზიციაზე ქ. კასპში 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი; 

 

სავალდებულოა ცოდნა:

  • კლინიკური დიაგნოსტიკა, ბიოქიმია 
  • ექიმ ლაბორანტად მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა,  პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი; 

 

 

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge

ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:  ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. # 16; შ.პ.ს. „მედალფა“  (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს). 

 

განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  15/09/2022წ.  

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.  

სამედიცინო
ლაბორატორია/პათოლოგია