რეცეფციის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • რუსული,ინგლისური
05 აგვ - 20 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის პოზიციაზე.  

 

ფუნქცია მოვალეობები: 

  • კომპანიაში შემომავალი და გამავალი კორესპოდენციის მიღება, აღრიცხვა, განაწილება; 
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და გადამისამართება; 
  • შემოსული სტუმრების შეკითხვებზე პასუხი, საჭირო ინფორმაციის მოძიება და გაცემა; 
  • უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა; 
  • სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ამა თუ იმ დავალების შესრულება; 
  • საოფისე ტექნიკასთან მუშაობა (პრინტერი, ფაქსი, სკანერი, ქსეროქსი). 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ჰუმანიტარულ/სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი); 
  • კურსები/ტრენინგები ოფისის ადმინისტრირებაში; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;  
  • ანალოგიურ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. 

 

უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები: 

  • გამართული წერითი და ვერბალური უნარები; 
  • სატელეფონო კომუნიკაციის უნარი; 
  • თავაზიანობა და დელიკატურობა; 
  • პუნქტუალობა და აკურატულობა; 
  • კომუნიკაბელობა; 
  • კონფლიქტური სიტუაციის პრევენციისა და დარეგულირების უნარი. 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge  

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  19 აგვისტო, 2022 წელი. 

 

 

ადმინისტრაცია
რეცეფციონისტი