სამედიცინო წარმომადგენლი სტომატოლოგიური მიმართულებით
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 1 - 2 წლამდე
- რუსული,ინგლისური
05 აგვ - 20 აგვ
სტარტი
შპს „პსპ ფარმა“ აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლი სტომატოლოგიური მიმართულებით ვაკანსიას ქალაქ თბილისში.
ფუნქცია - მოვალეობები:
- გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
- მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
- გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება, სასურველია სტომატოლოგიის მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
- რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
პიროვნული თვისებები:
- პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავდაჯერებულობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 აგვისტო, 2022 წელი.
სამედიცინო
სამედიცინო წარმომადგენელი,
სტომატოლოგი