კურიერი
- სრული განაკვეთი
- 750 - 750
- მართვის მოწმობაB
05 აგვ - 04 სექ
სტარტი


შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე ბორჯომის სერვისცენტრში.
ანაზღაურება - 750 ლარი
გრაფიკი - სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
- სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის ცოდნა;
- მართვის მოწმობა B კატეგორია, კანდიდატს უნდა შეეძლოს მექანიკის მართვა;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
უნარ–ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- გამართულად მეტყველების უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამოდენიმეეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - ბორჯომის კურიერი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 05.09.2022
ადმინისტრაცია
კურიერი