ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტის დირექტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 7 - 10 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
05 აგვ - 02 სექ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Nexia TA რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ტოპ ათეულში შემავალი ბრენდს Nexia International -ს საქართველოში   ბიზნესის განვითარებისა და გაფართოების  მიზნით, აცხადებს  ღია და საჯარო კონკურსს  „ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტის დირექტორის“ პოზიციაზე.

Nexia TA საქართველოში 2014 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ტოპ ათეულში შემავალი ბრენდს Nexia International -ს რომელიც ფოკუსირებულია მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდას და  საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ხელი შეუწყოს კლიენტი კომპანიების განვითარებასა და მათი წარმატებით დამკვიდრებას  როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და უმსხვილეს მიმართულებას წარმოადგენს ბუღალტერიის აუთსორსინგი, რომლის შესაბამისადაც კომპანია დღეის მდგომარეობით ემსახურება  150-ზე მეტ სხვადასხვა დარგის/სექტორის მსხვილ და საშულო კომპანიას.

 

კომპანიის მიღწევები:

Nexia TA საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს   კომპანიას, რომელსაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო და აღიარება აქვს მოპოვებული.

2017 წელს კომპანიამ Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე, მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის მიიღო ტიტული  „წლის კომპანია“

2018 წელს Nexia TA გახდა საქართველოდან ერთადერთი კომპანია აუდიტორულ სფეროში, რომელმაც #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის ჯილდო მოიპოვა! (ნომინაცია -Accounting Capacity Building Champion 2018)

ამასთან, Nexia TA  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით საქართველოს აუდიტორულ ბაზარზე 2021 წლის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების მონაცემებით მეორე ადგილზე იმყოფება

აღნიშნულიდან გამომდინარე,  უწყვეტად იზრდება როგორც  კომპანიის  კლინტების რაოდენობა, ასევე კვალიფიციური პერსონალზე მოთხოვნა კომპანიის ჭრილში.

შესაბამისად,  ბიზნესის განვითარებისა და გაფართოების  მიზნით, განვიხილავთ კვალიფიციურ და მოტივირებულ ადამიანებს ახალი ხედვებით, რომელსაც შესაძლებლობა ექნებათ კიდევ უფრო განვითარდნენ  კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე.

ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია წარმოადგენს კომპანიის   საქმიანობის საკვანძო როლს (Key role) შესაბამისად მნიშვნელოვანია კანდიდატი  აკმაყოფილებდეს   განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ბუღალტერული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტის დირექტორის სამუშაო აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:

 

ბიზნესის განვითარების მიმართულებით:

  • შპს „ნექია თი ეის“  ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტის  განვითარება ორგანიზაციის ხედვისა და სტრატეგიის შესაბამისად;
  • დეპარტამენტის საქმიანობის  განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მართვა და მონიტორინგი (მაგ: სერვისების განვითარება; სტრუქტურული ცვლილებებისა და პროცედურული დოკუმენტების შემუშავება);
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის სერვისთან დაკავშირებით  კონტრჰაგენტ კომპანიებში არსებული პრობლემატური საკითხების გადაჭრაში  ჩართულობა და აღმოფხვრის გზების შემუშავება;
  • კომპანიის ბუღალტრული საქმისნობის გაუმჯობესების მიზნით საქმიანობის  მარეგულირებელი პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება და დანერგვის უზრუნველყოფა;
  • სერვისის გაწევის ფასწარმოქმნაში ჩართულობა კურატორ მმართველ პარტნიორთან ერთად და/ან ასევე მისგან დამოუკიდებლად;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობა და  კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე  შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობა;
  • მიმართულების განვითარებისთვის ახალი  სერისების გენერირება  და  ინპლიმენტაცია;
  • მიმართულების შემოსავლების და მოგების ზრდის უზრუნველყოფა და არნიშნულ საკითხზე არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება .

 

მართვა და მონიტორინგი:

  • მიმართულების განვითარების, პროცესის  ეფექტურობისა და ხარისხის  ამაღლების  კუთხით  რეკომენდაციები და წინადადებების შემუშავება;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის მიმართულების მენეჯერების საქმიანობის მონიტორინგი,საჭიროების შემთხვევაში მათი მხარდაჭერა მაღალკვალიფიციური კონსულტაციით საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
  • ბუღალტერიის პორტფელში არსებულ კომპანიებში  დამტკიცებული პროცედურების წარმოებისა და დაფაილების კონტროლი შერჩევითობის პრინციპით (რეპორტები, თვის დახურვა, კლიენტთან კომუნიკაციის ფაილი, კლიენტი კომპანიის ბუღალტერიის ასლი);
  • დეპარტამენტის ბიუჯეტის  შედგენაში  მონაწილეობა კომპანიის პარტნიორებთან ერთად,  გეგმის  შესრულების მონიტორინგი წლის ჭრილში მენეჯერების პორტფელის შესაბამიად;
  • ბუღალტერიის მიმართულების თანამშრომლეთა საქმიანობის შეფასების, ასევე მოტივაციის ამაღლებისა და განვითარების ღონისძიებებთან დაკავშირებით  ადამიანური რესურსების მართვის პასუხსმგებელ პირებთან თანამშრომლობა;
  • მენეჯერებისთვის კონკრეტული დავალებების განსაზღვრა და გარკვეული პერიოდულობით შესრულების  მონიტორინგი; მათ შორის ბუღალტერიის დეპარტამენტის განათლების, აიტი და  სააღრიცხვო პოლიტიკების შემუშავების  მიმართულებები;
  • სტანდარტული ფორმებისა და  ინსტრუქციების შემუშავება ბუღალტრული  აღრიცხვისა და რეპორტინგის მიმართულებით. შემუშავების  თემებში მენეჯერების ჩართვა, მათი ხელმძღვანელობა, შემდგომ შემუშავებული ინსტრუქციების და პოლიტიკების კლიენტ კომპანიებში დანერგვის მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში, კლიენტ კომპანიაში დროებით მენეჯერის არ ყოფნის დროს საკითხების დელეგირება და პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველყოფა.

 

დეპარტამენტის  ადამიანური კაპიტალით დაკომპლექტებისა და განვითარების მიმართულებით:

  • საკვანძო პერსონალის  შერჩევაში მონაწილეობა;
  • პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლებობის ან არაეფექტური საქმიანობის შემთხვევაში  შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • ახალი პერსონალის  მოზიდვისა და შიდა დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტურობისათვის შიდა  როტაციის  უზრუნველყოფა და  შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება/აღსრულება;
  • პროფესიული ტრენინგების განხორციელება შპს ნექსია თიეის თანამშრომლებისთვის რაც მოიცავს:
  • სასწავლო პროგრამის შემუშავებას მენეჯერების ჩართულობით;
  • სასწავლო მასალებისა და პრეზენტაციების  შემუშავებას მენეჯერების ჩართულობით;
  • შეფასების მასალების შემუშავებას ( ტესტები, ქეისები) მენეჯერების ჩართულობით;
  • დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის შეფასება შეფასების ინსტრუქციის კრიტერიუმების შესაბამისად;
  • რეკომენდაციების შემუშავება ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტის  თანამშრომლეთა შეფასების კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით;
  • დეპარტამენტის მოტივაციაზე ზრუნვა, გარკვეული აქტივობების განხორციელება HR დეპარტამენტის მხარდაჭერით.

 

ანგარიშვალდებულება:

  • მმართველ პარტნორებთან ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას და მნიშნელოვანი საკითხების განხილვას  კურატორი მმართველი პარტნიორის  მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. 

 

პოზიციის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართულებით არანაკლებ 7 წლისა, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების  (IFRS Standards, IFRS for SMEs) სიღრმისეული ცოდნა და აღნიშნული სტანდატრების პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებისა და პრევენციის მიზნებისათვის;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (გამომდინარე იქიდან რომ კომპანიის პორტფელი ითვალისწინებს ასევე  საერთაშორისო კომპანიებს);
  • კონტრჰაგენტებთან (მათ შორის რთულ კლიენტებთან) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების ეფექტურად  მოგვარების  უნარი;
  • დროის მენეჯმენტის და  კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობის პრიორიტიზირების  უნარი;
  • პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლებობასთან ან/და არაეფექტურობასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისა  და აღსრულების უნარი;
  • პროფესიული ტრენინგების ჩატარების და სატრენინგო მასალების შემუშავების გამოცდილება;
  • სხვადასხვა სახის ანგარიშების, მათ შორის პრეზენტაციების მომზადების და წარდგენის კომპეტენცია;
  • კომპანიის საქმიანობის სფეროს შესაბამისად ბაზარზე არსებული ტენდენციების  ანალიზის უნარი და  სერვისის გაუმჯობესების და გამრავალფეროვნების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • თანამშრომელთა  პროფესიული  განვითარების უნარი;
  • დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული  პრობლემური საკითხებისა და ქეისების  ეფექტურად მოგვარებისა და  გადაწყვეტილები მიღების უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • საჭიროების დროს   ეფექტური  და დროული მხარდაჭერის უნარი;
  • ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და გუნდის  წევრების მოტივირების უნარი.

 

სამუშაო ადგილი:  თბილისი, King David Business Center

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: განისაზღვრება  კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების  შესაბამისად

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ:   http://nexia.ge/     https://www.facebook.com/NexiaGeo

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge  წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტის  დერექტორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

კომპანიის დასაქმების პოლიტიკა:

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების  და ა. შ.

 

 

ბუღალტერია/ფინანსები
IFRS,
ბუღალტერი (ზოგადი),
ბუღალტერ - აღმრიცხველი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
York Holding Group
თბილისი