მარაგების მართვის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
05 აგვ - 01 სექ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას მარაგების მართვის სპეციალისტის  პოზიციაზე თბილისში.
 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკების და სათავო ოფისის მარაგების ხარჯვის კონტროლი;
  • კლინიკების დაგეგმილი ბიუჯეტისა და მათ მიერ დაფიქსირებული მოთხოვნების კონტროლი;
  • კონტრაქტორი კომპანიებისგან, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, კლინიკების მიერ მოთხოვნილი არასამედიცინო პროდუქციის შეძენა;
  • არაკონტრაქტორ კომპანიებთან, შესყიდვების სამსახურთან კოორდინირებულად, კლინიკების მიერ მოთხოვნილი პროდუქციის შეკვეთა;
  • კლინიკებისთვის მიწოდებული სამედიცინო მარაგების ზედნადებისა და პროგრამული მონაცემების დადარება და ავტორიზება;
  • კომპანიაში არსებული ნაშთების მონიტორინგი და ანალიზი;
  • პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ლოჯისტიკის მიმართულებით;
  • აუცილებელია მარაგების მართვის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი  გამოცდილება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • სასურველია Exact-ის ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;        
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;     
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი. 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  31 აგვისტო  , 2022წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:  https://evexclinics.ge/ka/vacancy/maragebis-martvis-specialisti/508

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
მარაგების მართვა
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)