კონკურსი აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
თბილისი
  • სრული განაკვეთი
05 აგვ - 04 სექ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: 0 322 105203

განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტი აცხადებს  კონკურსს აკადემიურ  თანამდებობათა  დასაკავებლად.

 

ვიწრო სფერო -  ჯანდაცვა

სწავლის სფერო - მედიცინა

 

კლინიკური მედიცინის  დეპარტამენტი 

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (თერაპია) -2  ვაკანსია;

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ორთოპედია ქირურგია და ტრავმატოლოგია) -1  ვაკანსია;

პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე (ნუტრიციოლოგია) -1  ვაკანსია;

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (მეანობა-გინეკოლოგია) -1 ვაკანსია;

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (უროლოგია) - 2 ვაკანსია;

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ოფთალმოლოგია) - 2 ვაკანსია;

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ოტორინოლარინგოლოგია) - 2 ვაკანსია;

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (მეანობა-გინეკოლოგია) - 1 ვაკანსია.  

 

საბაზისო მედიცინის დეპარტამენტი

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (საზოგადოებრივი ჯანდაცვა) -1 ვაკანსია;

 ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ბიოქიმია) - 1 ვაკანსია;   

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ანატომია) - 1 ვაკანსია;

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ბილოგია) - 1 ვაკანსია.   

  

ვიწრო სფერო - ჯანდაცვა

სწავლის სფერო - სტომატოლოგია

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგია) - 1 ვაკანსია;  

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ორთოპედიული სტომატოლოგია) - 1ვაკანსია.  

 

ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;

ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია. 

 

ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება

სწავლის სფერო მარკეტინგი

 ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.

 

ვიწრო სფერო - სოციალური და ქცევითი მეცნიერებები

სწავლის სფერო -  საერთაშორისო ურთიერთობები

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  1 ვაკანსია;  

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  1 ვაკანსია;  

ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.  

 

ვიწრო სფერო - ჟურნალისტიკა და ინფორმაცია

სწავლის სფერო -  ჟურნალისტიკა

ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 2  ვაკანსია.  

 

ვიწრო სფერო  - სამართალი

სწავლის სფერო -  სამართალი

ასოცირებული პროფესორის (სისხლის სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;

ასოცირებული პროფესორის (საჯარო სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;

ასისტენტ პროფესორის (კერძო სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;

ასისტენტის (სისხლის სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.

 

ვიწრო  სფერო - ინტერდისციპლინური

სწავლის სფერო - მევენახეობა და მეღვინეობა  

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;  

 ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია;  

 ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.  

 

კონკურსი ცხადდება 2022  წლის 05 აგვისტოდან

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2022 წლის  06 სექტემბრიდან 2022 წლის  12

სექტემბრის  ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ  კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი

 

დოკუმენტები:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა  და აკადემიური თანამდებობის მითითებით;

2. ავტობიოგრაფია (CV);

3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4. ერთი ფოტოსურათი;

5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად   დამოწმებული ასლი;

უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;

6. სამეცნიერო–პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;

7. ინფორმაცია ბოლო 5  წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;

8. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და  თრენინგებში მონაწილეობა);

9. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.

10. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 

ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.

               

   პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში  გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების  ჩამონათვალი ჟურნალის სახელწოდებისა და ზუსტი თარიღის მითითებით (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში,  სასერთიფიკატო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო  სტიპენდიები და გრანტები);
  • არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო  სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
  • იმ საგანმანათლებლო პროგრამის / პროგრამების განვითარების კონცეფცია, რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
  • იმ  სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
  • მედიცინის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტში პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ქონდეს:

კლინიკაში ბოლო 9 წლის მუშაობის გამოცდილება;

შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;

  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ  სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

 

ასოცირებული პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში  გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები); 
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო  სტიპენდიები და გრანტები);
  • იმ  სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
  • მედიცინის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტში ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ქონდეს:

კლინიკაში ბოლო 5წლის მუშაობის გამოცდილება;

შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;

  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ   სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

 

ასისტენტ პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო  სტიპენდიები და გრანტები);
  • იმ  სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
  • მედიცინის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტში ასისიტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ქონდეს:

კლინიკაში ბოლო 5წლის მუშაობის გამოცდილება;

შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;

  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ   სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

 

ასისტენტის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

კონკურსანტი იყოს იმ სპეციალობის / საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, რომლის ფარგლებშიც სურს აკადემიური თანამდებობის დაკავება.

 

  • მედიცინის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტში ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი უნდა იყოს დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში ;
  • ფლობდეს შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატ;

 

როფესიული  ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის  დასადასტურებლად საჭიროა:

დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის   სფეროში არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;

  • მედიცინის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტში პროფესიული ნიშნით  აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ქონდეს:

კლინიკაში ბოლო 5წლის მუშაობის გამოცდილება;

  • ფლობდეს შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატ;

 

თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს:

  • რომელსაც აქვს სხვა მომიჯნავე   სფეროში სამეცნიერო ხარისხი;
  • აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • აქვს შრომები შესაბამის სფეროში;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა;
  • რომელიც არის შესაბამისი   სფეროს სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
  •  რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);

2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).

 

კონკურსის პირობები:

საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;

ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის  გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.

კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2022 წლის 14-15

სექტემბერს;

კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში)  ჩატარდება 2022 წლის 16 სექტემბერს;

შედეგები გამოქვეყნდება    2022 წლის  17 სექტემბერს.

 

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701

უცხოელ კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე.
hr@ciu.edu.ge

ტელ.: 0 322 61-12-98; 0 322 30-86-41;  0 322 10-52-03  

 

ტენდერი/კონკურსი
კონკურსი
მსგავსი განცხადებები