- სრული განაკვეთი
- 2 - 3 წლამდე
- რუსული,ინგლისური


კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში "ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 70-ზე მეტი თანამშრომლით.
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური კონსულტანტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა:თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკური მომსახურება, ხარისხის კონტროლი და მხარდაჭერა ERP კლიენტების კომპანიის პროდუქტებთან ინტეგრაციისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
- სალარო სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- REST API-ის გაგების და ურთიერთქმედების გამოცდილება, სინქრონულ და ასინქრონულ რეჟიმში მუშაობა;
- პროგრამირების საბაზისო უნარები ნებისმიერი აპლიკაციის ენაზე (სასურველია Java/Python)
- ობიექტზე და მოვლენებზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპების განსაზღვრა;
- ქართული ენის ცოდნა მაღალ დონეზე
- სალაპარაკო რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ:
- თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
- მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
- დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს;
- მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
- ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.Lt და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.
შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!