მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული
04 აგვ - 19 აგვ
სტარტი
სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
მოვალეობები:
- პოტენციური მსესხებლების მოზიდვა;
- მცირე და საშუალო ბიზნესის ობიექტზე ფინანსური ინფორმაციის და მონაცემების შეგროვება/დამუშავება, ფინანსური ანალიზის გაკეთება;
- საკრედიტო კომიტეტზე განაცხადის განხილვა; დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემის პროცესში მონაწილეობა;
- საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი;
- საკრედიტო პორტფელის ხარისხის კონტოლი და ვადაგადაცილებულ მსესხებლებთან ურთიერთობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე , ბიზნეს ადმინისტრირება).
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 18 აგვისტო
შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
SME საკრედიტო ოფიცერი