კონდიტერი/მზარეული
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1050 - 1050+ ბონუსი
  • 1 - 2 წლამდე
10 აგვ - 03 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 511 141 435

ღონისძიებების მართვის კომპანია Eventive Georgia აცხადებს ვაკანსიას, კონდიტერისა და მზარეულის პოზიციებზე.  
Eventive Georgia - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას.
 

კონდიტერი
ძირითადი მოვალეობები:

  • Eventive Georgia - ს სტანდარტების მიხედვით საკონდიტრო ნაწარმის მომზადება
  • საკონდიტრო ნაწარმის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა
  • მენიუს ცვლილების პროცესში მონაწილეობის მიღება
  • Eventive Georgia - ს სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი
  • სამუშაო გარემოს მოწესრიგება და საკვები პროდუქტების დახარისხება/შესაბამის ადგილზე განთავსება.

 
ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

 
ანაზღაურება: 1050 ლარი + ბონუსი
 

მზარეული
ძირითადი მოვალეობები:

  • მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება
  • კერძების ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა
  • კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით Eventive Georgia - ს სამუშაო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა
  • პროდუქტების მარაგის კონტროლი
  • კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება
  • არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება


ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

 
პიროვნული მახასიათებლები:

  • პუნქტუალურობა/ ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი.


ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, სამზარეულოში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას

 
ანაზღაურება: 1050 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 3 - ე მიკრო.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  info@eventive.ge  და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (კონდიტერი ან მზარეული), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 511 141 435

სასტუმრო/რესტორანი/კვება
კონდიტერი,
მზარეული