რეგისტრატორი
- ნახევარი განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული
04 აგვ - 19 აგვ
სტარტი
„ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას თბილისში
„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ქინძმარაულის #1
სამუშო გრაფიკი: შაბათ-კვირა
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- დარეგისტრტირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
- პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
- მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია–მოვალეობები უშუალო უფროსისა და ჰოსპიტლის მენეჯერის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
- MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
- გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 აგვისტო, 2022
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/registratori---shabat-kviris/872
„ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო
რეგისტრატურა