ტრენინგების კოორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
05 აგვ - 03 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების კოორდინატორის პოზიციაზე, რომლის მიზანია შიდა კორპორატიული ხარისხიანი ტრენინგების ბიუჯეტირება, დაგეგმა და ჩატარება.

ჯორჯიან მანგანეზი მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების, ფეროშენადნობთა წარმოებისა და ექსპორტის მხრივ, ქვეყანაში წამყვანი ჰოლდინგური კომპანიაა.

კომპანია საქართველოს შრომის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილეს დამსაქმებელს წარმოადგენს.

 სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ

 ანაზღაურება : დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  •  კვლევის საფუძველზე ტრენინგის საჭიროების დადგენა;
  • ტრენინგის გეგმის შედგენა, ტრენინგის დიზაინისა და კურსის შექმნა;
  •  ტრენინგის ადმინისტრირება - ორგანიზება, კურსის მასალების შემუშავება, ტრენინგების აღრიცხვის წარმოება;
  •  ტრენინგის ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობის მიღება და ტრენინგის ხარჯების კონტროლი;
  •  ტრენინგის შეფასებისა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა;
  •  ტრენინგის მასალების მომზადება და შექმნა (პრეზენტაციები, აქტივობები, პრაქტიკული დავალებების შედგენა)
  •  კომპანიის მოთხოვნებზე მორგებული ტრენინგ მოდულების შექმნა და ჩატარება
  •  თანამედროვე მეთოდების გამოყენებით სატრენინგო მოდულების მუდმივ განახლებაზე ზრუნვა;
  •  ტრენინგის შედეგების გაზომვის მოკლე და გრძელვადიანი ინსტრუმენტების შემუშავება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება
  • ტრენერად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
  •  მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
  •  MS Office-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით MS PowerPoint)
  •  ქართულად აკადემიური წერა და მეტყველება; ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე);
  •  ახსნისა და გადმოცემის ადაპტირებული მეთოდოლოგიის ცოდნა
  •  სიმულაციური თამაშებით სწავლება.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  გამართულად წერისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  •  მარტივად ახსნის უნარი
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა
  •  დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  •  ორგანიზებულობა
  •  გუნდის მართვის უნარი
  •  ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენისა და გადაწყვეტის უნარი

 

ბენეფიტები:

  • ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სატელეფონო ლიმიტი

 

საკონკურსო პროცედურა:

  • პირველი ეტაპი - რეზიუმეების გადარჩევა;
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება;
  • მესამე ეტაპი - დარგობრივი დავალება

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge,

რეზიუმეები მიიღება 2022 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „ტრენინგების კოორდინატორი“. გთხოვთ, რეზიუმეს აუცილებლად დაურთოთ სარეკომენდაციო წერილი. კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, გისურვებთ წარმატებებს!

ადამიანური რესურსები
ტრენინგის და განვითარების სპეციალისტი
მსგავსი განცხადებები