სისტემური ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 5 - 7 წლამდე
05 აგვ - 03 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ჯორჯიან მანგანეზი  აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე, რომლის მიზანია კომპანიაში სერვერული ინფრასტრუქტურის დანერგვა, მართვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია, ხარვეზების შემცირებისა და წარმოების უწყვეტად მუშაობის მიზნით.

 

  • სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ
  • ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • მონაცემთა დამუშავების ცენტრში არსებული სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
  • ვირტუალური vSphere  ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, განახლება, ოპტიმიზაცია, კონფიგურირება და ადმინისტრირება;
  • სისტემური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, განახლება, ოპტიმიზაცია, კონფიგურირება და ადმინისტრირება;
  • სერვერების, სერვისებისა და სხვა კრიტიკული კომპონენტების მონიტორინგის სისტემების დაგეგმვა, განახლება, ოპტიმიზაცია, კონფიგურირება და ადმინისტრირება;
  • სარეზერვო ასლების კოპირების და შენახვის სისტემების დაგეგმვა, განახლება, ოპტიმიზაცია, კონფიგურირება და ადმინისტრირება;
  • მონაცემთა სანახი სისტემების (Storage) გამართვა, ადმინისტრირება და მართვა;
  • O365 ინფრასტრუქტურის გამართვა, ადმინისტრირება და მართვა;
  • სერვერული ტიპოლოგიის დოკუმენტების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში;
  • მსგავსი სისტემების ადმინისტრირების 5 წლიანი გამოცდილება;
  • ვირტუალური სერვერების ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი ცოდნა და მომსახურება (VMware vSphere);
  • Vmware VSAN ინსტალაცია, ადმინისტრირება და მომსახურება;
  • სერვერული ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, ადმინისტრირება და მომსახურება (Microsoft Windows Server 2019 , CentOS);
  • სერვერების, ქსელის და სხვა კრიტიკული კომპონენტების მონიტორინგის სისტემების მომსახურება;
  • სარეზერვო  ცენტრის (Backup data center ) მოწყობა და მონაცემების დარეზერვირება;
  • Backup გადაწყვეტილებებთან მუშაობის გამოცდილება და მათი ძირითადი კონფიგურაციების ცოდნა;
  • Microsoft Active Directory, DHCP, DNS, CA, IIS, NPS, KMS, TS, SFTP,WSUS - სრულყოფილი ცოდნა, მათი განახლება, ადმინისტრირება, კონფიგურაციის ოპტიმიზაცია;
  • Office 365-სა და მასთან ასოცირეული პროგრამული გადაწყვეტილებების Azure AD, Exchange Online, Teams, Sharepoint, Onedrive, AD Connect ცოდნა, მუშაობის გამოცდილება;
  • Powershell scripting-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • ქსელში არსებული კომპიუტერების და სერვერების განახლება;
  • მონაცემთა საცავ სისტემეთან მუშაობის გამოცდილება, NAS-სა SAN-ის კონფიგურაცია, მართვა და ადმინისტრირება.
  • მონიტორინგის სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სერვერებთან დაკავშირებული ხარვეზებისა და სხვადასხვა პრობლემის მოგვარება.

 

  პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გამართულად წერისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა

 

ბენეფიტები:

  • ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სატელეფონო ლიმიტი

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge არაგვიანეს 15 აგვისტოსა 2022გთხოვთ , თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  „სისტემური ადმინისტრატორი“, კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაციული ტექნოლოგიები
სისტემური ადმინისტრატორი