სოციალური მიმართულების კოორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
05 აგვ - 03 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მიმართულების კოორდინატორის პოზიციაზე, რომლის მიზანია სოციალური პროექტების დაგეგმა, ბიუჯეტირება, კოორდინირება, მართვა.

ჯორჯიან მანგანეზი მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების, ფეროშენადნობთა წარმოებისა და ექსპორტის მხრივ, ქვეყანაში წამყვანი ჰოლდინგური კომპანიაა.

კომპანია საქართველოს შრომის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილეს დამსაქმებელს წარმოადგენს.

·სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი

 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ

 ანაზღაურება : დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  •  სხვადასხვა ტიპის პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობისათვის ახალი პროექტების შესახებ ინიციატივის წარდგენა;
  •  პროექტ(ებ)ის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
  •  პროექტ(ებ)ის სხვადასხვა ეტაპზე ანგარიშის მომზადება (ე.წ. შუალედური რეპორტების მომზადება);
  •  პროექტ(ებ)ის ფარგლებში შეხვედრებსა და განხილვებში აქტიური ჩართულობა, მოლაპარაკების წარმოება;
  •  პროექტ(ებ)ის განხორციელების სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი და პროგრესის ანალიზი;
  •  პროექტ(ებ)ის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინირება;
  • პროექტ(ებ)ის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება;
  • სადაზღვევოსა და კომპანიის დასაქმებულებს შორის წარმოქმნილი ანაზღაურებსათან/ადმინისტრაციულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა/ანალიზი და აღმოფხვრის მონიტორინგი;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების ხარისხის კონტროლისა და ყოველთვიური რეპორტების მომზადების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიასა და თანამშრომელთა შორის შუამავლობის კოორდინირება;
  •  პროფკავშირების მიერ დასმული პრობლემური საკითხების აღრიცხვის მონიტორინგი, პრობლემის მოგვარების კოორდინირება და რეპორტინგი, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრებში მონაწილეობა;
  •  საჭიროებისამებრ, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობა და სხვა მიმართულებების ღონისძიებების მხარდაჭერა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  •  მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
  •  MS Office-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
  •  ქართულად აკადემიური წერა და მეტყველება; ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე)

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  გამართულად წერისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  •  დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა
  •  დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  •  ორგანიზებულობა
  •  გუნდის მართვის უნარი
  •  ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენისა და გადაწყვეტის უნარი
  • პიროვნებათაშორისი ურთიერთობისა და კომუნიკაციის მაღალი კულტურა

 

ბენეფიტები:

  •  ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა
  •  სატელეფონო ლიმიტი

 

საკონკურსო პროცედურა:

  • პირველი ეტაპი - რეზიუმეების გადარჩევა;
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება;
  • მესამე ეტაპი - დარგობრივი დავალება

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge, არაგვიანეს 15 აგვისტოსა 2022. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „სოციალური მიმართულების კოორდინატორი“. გთხოვთ, რეზიუმეს აუცილებლად დაურთოთ სარეკომენდაციო წერილი. კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, გისურვებთ წარმატებებს

მარკეტინგი, რეკლამა, PR
პროექტის მენეჯერი