ხაზინისა და საბრუნავი კაპიტალის მართვის სპეციალისტი
მცხეთა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
04 აგვ - 03 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს ქართული ლუდის კომპანია აცხადებს  ვაკანსიას ხაზინისა და საბრუნავი კაპიტალის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვებიდან/მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების ანალიზი და კონტროლი;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების ანალიზი და კონტროლი;
  • სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების შეფასება და რეკომენდაციის გაცემა;
  • საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, კონტროლი;
  • გაყიდვების რეპორტის მომზადება, ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირ.საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღებაა;
  • ფინანსური ანგარიშგებისა მომზადებისა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • მენეჯმენტისთვის სხვადასხვა ანალიტიკური ფაილების მომზადება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან სხვა ტექნიკურ დარგში;
  • არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, ანალიზის, და/ან აუდიტის
  • მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სასურველია ERP-ი სისტემებში მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური ღირებულებების ერთგულება;
  • ორგანიზებულობა;
  • პროცესების ოპტიმიზაციის უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი

 

სამუშაო პირობები:

  • ტრანსპორტირება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • FitPass აქტივობა;
  • კვება.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge-ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2022 წლის  04 სექტემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას  ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.  იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი, სხვა, საზღვარგარეთ
თბილისი
აუდიტორული კომპანია