მთავარი ბუღალტერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 3 - 5 წლამდე
- ინგლისური
04 აგვ - 21 აგვ
სტანდარტი
სამშენებლო კომპანია შპს "ნიუ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საბანკო გადარიცხვებისა და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება;
- საბანკო და სალარო ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა და კონტროლი;
- შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის მონიტორინგი და პროგრამული ასახვა;
- ხელფასებისა და მასთან დაკავშირებული გადასახადების აღრიცხვა და კონტროლი;
- პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა;
- სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში აღრიცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო სფეროში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ORIS-ში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დოზენე ცოდნა;
უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newconstruction72@gmail.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი