ხარჯთაღმრიცხველი
თბილისი
Zaha Construction
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
04 აგვ - 03 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Zaha Construction წარმოადგენს York Holding Group-ში შემავალ კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. კომპანია საქმიანობს საცხოვრებელი, კომერციული, სასტუმრო, საწარმოო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების მიმართულებით. ზაჰა ოპერირებს “ერთი ფანჯრის პრინციპით“ უზრუნველყოფს რა ყველა ტიპის სამშენებლო და ასევე კომპლექსურ მომსახურებას, დაგეგმვის, ფინანსური, საოპერაციო და აღსრულების კუთხით. რაც მთავარია, პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს სამუშაოს დროულად და ხარისხიანად ჩაბარებას. 
 
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. ზაჰა ქონსთრაქშენი (Zaha Construction) ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები, რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში. 

 

ზაჰა ქონსთრაქშენი (Zaha Construction) აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის  თანამდებობაზე. 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • სახარჯთაღრიცხვო პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით; 
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება, 
  • შედარება კომპანიის შიდა ხარჯების აღრიცხვის დოკუმენტაციასთან; 
  • პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების და მასალების საბაზრო ღირებულების დადგენა და აღრიცხვა 
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა; 
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; 
  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა მწარმოებლის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); 
  • Autocad, Archicad პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.  

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდის მართვის უნარი; 
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობა; 
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; 
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა. 

 

გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგზავნოთ რეზიუმე hr@zaha.ge;  

გისურვებთ წარმატებას! 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა