- სრული განაკვეთი
- 600 - 600+ ბონუსი


Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტი (ბარისტა)-ს პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.facebook.com/coffeestaGeo/
გრაფიკი: კვირაში 6 დღე, ცვლებში
სამუშაო საათების რაოდენობა დღეში: 7 საათნახევარი (ნახევარი საათი შესვენება)
დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის მომსახურება
- სალაროს საქმიანობის წარმართვა
- ბარში მუშაობა - ცივი და ცხელი სასმელების სხვადასხვა სახეობის მაღალ დონეზე მომზადება.
უნარ-ჩვევები:
- ენერგიული
- აქტიური
- პოზიტიური
- პუნქტუალური
- შრომისმოყვარე
- ყურადღებიანი და მობილიზებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებად სტაჟირებას;
- კვებაზე 40% ფასდაკლებას;
- დამატებით 2 სახის ბონუსს.
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. შერჩეული კადრები ადგილზე გადამზადდებიან და ასევე გაივლიან საქართველოში უპრეცედენტო ტრენინგ კურსს ყავის შესახებ, საერთაშორისო სტანდარტებით, და გადაეცემათ "Master Barista"-ს სერთიფიკატი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.