- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 3 - 5 წლამდე
- რუსული,ინგლისური


ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და ბიუჯეტირება;
- საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა გუნდთან ერთად. შესაბამისი კონტენტის შექმნა;
- მედიასთან ურთიერთობა და შესაბამისი მასალითა თუ ინფორმაციით უზრუნველყოფა;
- ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მარკეტინგული აქციების ორგანიზება;
- მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა;
- ·მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
- კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნა დიზაინერების გუნდთან ერთად;
- კომპანიის ციფრული არხების კონტენტის შინაარსის და პიარკალენდრის შედგენა-განხორციელება, შედეგების მონიტორინგი და ანალიზი სოციალური მედიის მენეჯერთან ერთად;
- ვებ გვერდის სტრუქტურული და შინაარსობრივი ნაწილის მართვა, ვებ-დეველოპერებთან ურთიერთობა;
- ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელა;
- CSR აქტივობები;
- ბიზნეს ასოციაციებში კომპანიის აქტიური პოზიციონირების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მსგავსს სფეროში;
- მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- მარკეტინგული სტრატეგიების მართვის გამოცდილება სხვადასხვა სფეროში;
- მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
- მარკეტინგული კვლევების და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
- სოციალური მედიის, Google Adword-ს და SEO-ს მართვის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დედლაინების დაცვა;
- პასუხისმგებლიანობა;
- პრეზენტაბელურობა;
- ორგანიზებული;
- კრეატიულობა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2022 წლის 04 სექტემბრამდე .
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ ქონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ქონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!