- სრული განაკვეთი
- 5 - 7 წლამდე


ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ბრენდბუქის შექმნა-განახლება;
- მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერის ჩართულობით, შესაბამისი კონტენტის შექმნა ციფრული სივრცისთვის;
- სტამბებთან ურთიერთობა და მათთვის მასალების მიწოდება;
- მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური და ბეჭდვითი მასალების შემუშავება;
- ფოტოების დამუშავება და ილუსტრაციების შექმნა;
- დამტკიცებული დიზაინების დაარქივება;
- ბრენდირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Indesign, After Effects -თან მუშაობის გამოცდილება;
- თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დედლაინების დაცვა;
- პასუხისმგებლიანობა;
- კრეატიულობა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2022 წლის 04 სექტემბრამდე .
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ ქონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ქონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!