ექსპორტის სპეციალისტი საგურამოში
მცხეთა, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
04 აგვ - 03 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის სპეციალისტის პოზიციაზე 

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო 

განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი 

ვაკანტური ადგილი - 1 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • პოტენციური დისტრიბუტორების მოძიება, ურთიერთობების დამყარება და გაყიდვების ზრდა ახალ კლიენტთან; 
  • არსებული დისტრიბუტორებთან ურთიერთობა; 
  • დისტრიბუტორების აქტივობების მუდმივი მონიტორინგი; 
  • საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; 
  • საექსპორტო ეტიკეტების თარგმნის და ბეჭდვის ორგანიზება  საექსპორტო ქვეყნის საკვები და სასმელი პროდუქტების ნორმების დაცვით; 
  • სხვადასხვა ქვეყანაში გამოფენების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • სამუშაო გამოცდილება 1 წელი (ნებისმიერი მიმართულებით); 
  • MS Office ცოდნა; 
  • რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა, სხვა დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად 

 

პიროვნული მახასიათებლები: 

  • ორგანიზებული 
  • კომუნიკაბელური; 
  • დისციპლინირებული; 
  • მოტივირებული 

 

სამუშაო პირობები: 

  • ჯამრთელობის დაზღვევა; 
  • ტრანსპორტირება; 
  • კვება; 
  • fitPass აქტივობა 

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge-ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2022 წლის 4 სექტემბრამდე 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას  ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.  იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება