ფარმაცევტი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
03 აგვ - 01 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე ქუთაისში.

 

მოთხოვნები:

  •  უმაღლესი ფარმაცევტული განათლება;
  •  სასურველია აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია უცხო ენების ფლობა;
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება),

ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

  •  ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
  •  დიპლომის ასლი;
  •  პირადობის მოწმობის ასლი;
  •  სარეკომენდაციო წერილები მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16 ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31.08.2022 წ.

 

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამედიცინო
ფარმაცია