დასუფთავების თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
05 აგვ - 02 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე  სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის   პოზიციაზე.

სასტუმრო ,,გალერი პალასი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ  გარემოში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში ( საზოგადო ადგილები, სამრეცხაო ,  სასტუმროს ოთახები , უნიფორმების ოთახი) სისუფთავის უზრუნველყოფა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • მოწესრიგებული, ჰიგიენური და კეთილგანწყობილი;
  • ენერგიული და შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ; 
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
  • თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადები მიიღება 2022 წლის 01 სექტემბრამდე

სასტუმრო ,, გალერი პალასი“ გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)