ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
03 აგვ - 02 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. 
 
კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში. 

 

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. 

 

სამუშაო ადგილი - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #170ა; 
სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათი-პარასკევი; 
სამუშაო საათები: 09:00 -18:00; 
ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად; 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ფინანსური მონაცემების ანალიზი და ფინანსური მოდელების შექმნა; 
  • კომპანიის მიერ შემუშავებული რეპორტების შესაბამისი პერიოდულობით წარმოება 
  • რეალიზაციის სტატისტიკის წარმოება; 
  • მიმდინარე და გრძელვადიანი ბიუჯეტირება, ფინანსური მოდელისათვის მონაცემების მომზადება; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დასტურის შემთხვევაში, სხვადასხვა სამსახურებისთვის მოთხოვნილი ფინანსური ინფორმაციის მიწოდება; 
  • ანგარიშების  ორგანიზებული და დეტალიზებული ფორმით შენახვა და მოთხოვნის შემთხვევევაში გასული პერიოდის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება: ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების/ბუღალტერიის მიმართულებით; 
  • აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • აუცილებელია MS office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel და PowerPoint); 
  • აუცილებელია ინგლისური ცოდნა; 
  • სასურველია ERP და BI სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. 

 

პიროვნული მახათიასებლები: 

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული; 
  • პასუხისმგებლიანი; 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  •  მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  •  განვითარების შესაძლებლობას; 
  •  მზარდ ანაზღაურებას; 

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ფინანსური ანალიტიკოსი“. 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში. 

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი, სხვა
თბილისი
York Holding Group