საინფორმაციო ოფიცერი
დედოფლისწყარო
  • სრული განაკვეთი
  • ერთ წელზე ნაკლები
03 აგვ - დღეს
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საინფორმაციო ოფიცერი. 

თუ ახლა იწყებ კარიერას ან/და დაინტერესებული ხარ საბანკო სფეროში გამოცდილების მიღებით, ხარმოტივირებული და გსურს შეიძინო პრაქტიკული უნარები მომსახურების სფეროში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.

სამუშაო ადგილი: დედოფლისწყარო

განაკვეთი: სრული  

 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 24  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.  

  

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე -  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.  


"კრისტალი" გთავაზობთ: 

  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;  
  • აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, შესაძლებლობა გექნებათ დაწინაურდეთ ჩვენს კომპანიაში თქვენთვის საინტერესო მიმართულებით. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება; 
  • ფილიალში შემოსული კლიენტების მიღება და გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით; 
  • სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება; 
  • პირველადი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით; 
  • კლიენტთა მისაღებ სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა; 
  • საოფისე საქმიანობაში დახმარება. 

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:  

  • გუნდური, თავაზიანი, კოლეგიალური; 
  • მონდომებული, მოტივირებული;   
  • დახმარებაზე ორიენტირებული; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული, ინიციატივიანი, სიახლეებისადმი/გამოცდილებისადმი ღიაობა;  
  • კეთილსინდისიერი, ერთგული, ლოიალური;  
  • პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული.  

 

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2022 წლის 2 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.   

 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
საბანკო
ბანკის კლიენტთა მომსახურება
მსგავსი განცხადებები
თელავი, საგარეჯო, ახმეტა, დედოფლისწყარო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი
ქუთაისი, ვანი, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ხონი, ცაგერი, ლენტეხი
ფოთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური