პრომო-მერჩენდაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
03 აგვ - 02 სექ
სტანდარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

ღვინის მწარმოებელი კომპანია "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას პრომო-მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში.  

 

სამუშაო აღწერილობა: 

  • მაღაზიაში არსებული ღვინის თაროს მოწესრიგება 
  • შეკვეთების დახვედრა და სარეალიზაციო თაროზე განთავსება 
  • პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა 
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების მონიტორინგი/აღრიცხვა 
  • სააქციო პროდუქციის მომხმარებლებისთვის წარდგენა 
  • პროდუქტებზე დეგუსტაციების ჩატარება და შეთავაზება. 

 

სამუშაო გრაფიკი - 12:00-20:00, 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე 

სამუშაო ადგილი - სხვადასხვა ობიექტზე, კანდიდატებთან შეთანხმებით 

სასურველია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.  

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/TBVPromo  

„თბილღვინო“ წარმატებას გისურვებთ! 

სარეგისტრაციო ფორმის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც. 

„თბილღვინო” ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან. 

„თბილღვინოს” ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე. 

„თბილღვინოს“ გაშენებული ვენახების ფართობმა 402 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, „თბილღვინოს“ ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.  

 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი