ავტოსერვისის ხელოსნის დამხმარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
08 აგვ - 02 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ავტობანი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოსერვისის ხელოსნის დამხმარის პოზიციაზე

„ავტობანი“ წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია „ავტობანის“ მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტოსერვისის სისუფთავეზე ზრუნვა;
  •  სერვისში განთავსებული შენობა-ნაგებობების დასუფთავება;
  •  ხელოსნების სამუშაო პროცესში დახმარების გაწევა (მარტივი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა ზეთის ჩამოცლა, ინსტრუმენტების მოტანა და ა.შ.);
  •  პერიოდულად ობიექტის გენერალური დასუფთავება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  ორგანიზებული;
  •  დეტალებზე ორიენტირებული;
  •  პუნქტუალური;
  •  შრომისმოყვარე;

 

კომპანია მეტროპული გთავაზობთ:

  •  თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  •  პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს;
  •  კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  •  კვებას;

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)