ღია კონკურსი აკადემიურ თანამდებობაზე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
03 აგვ - 02 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: 0322 90 00 00

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: 

ვაკანტური თანამდებობები:

 

ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი, საბაკალავრო პროგრამა)

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 1 ვაკანსია
  • ასისტენტ პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია

 

მენეჯმენტი (საბაკალავრო პროგრამა)

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 2 ვაკანსია
  • ასისტენტ პროფესორი (პროფესიული ნიშნით) – 1 ვაკანსია

 

ფინანსები (საბაკალავრო პროგრამა)

 

ქვემიმართულება - ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი

  • პროფესორი - 1 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია

 

ქვემიმართულება - ინვესტიციები, ფინანსური ბაზრები

  • პროფესორი - 1 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია

 

ქვემიმართულება - ფულის მიმოქცევა, საბანკო საქმე

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია


მიმართულება - ეკონომიკა:

  • პროფესორი - 1 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 3 ვაკანსია


მიმართულება - მათემატიკა :

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 4 ვაკანსია

 

ტურიზმი (საბაკალავრო პროგრამა)

  • ასისტენტ პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია

 

ქვემიმართულება - კულტურული ტურიზმი

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია

 

ქვემიმართულება - აგროტურიზმი, გარემოს დაცვა

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია

 

 

საბანკო საქმე (სამაგისტრო პროგრამა)

 

ქვემიმართულება - ფინანსური სისტემის ზედამხედველობა და რეგულირება

  • პროფესორი - 1 ვაკანსია
     

ქვემიმართულება - საერთაშორისო ფინანსები, საბანკო რისკმენეჯმენტი

  • პროფესორი - 1 ვაკანსია
     

ქვემიმართულება - ფინანსური აღრიცხვა საფინანსო დაწესებულებებში

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია


ადამიანური რესურსების მართვა (სამაგისტრო პროგრამა)

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 2 ვაკანსია

 

პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 წლის ვადით. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიაზე მოთხოვნილი (აკადემიური / პროფესიული) ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით: 

 

 პროფესორის აკადემიური თანამდებობები:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო 
  • პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; 
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა; 
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი 
  • სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა. 

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე-აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/ პუბლიკაციები; 
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა; 
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა. 

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე-აკადემიური ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე); 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; 
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა; 
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა

 

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე-აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; 
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა; 
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა. 

 

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე-აკადემიური ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე); 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; 
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა; 
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა. 

 

დამატებითი კრიტერიუმები:

  • შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება; 
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები; 
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; 
  • უცხო ენების ცოდნა; 
  • ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება; 
  • საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება. 

 

კონკურში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (იხ. დანართი); 
  • კონკურსანტის ანკეტა (იხ. დანართი); 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტების ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
  • ინფორმაცია პროფესიული/სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (აუცილებელია შესაბამისი ცნობის/შრომის წიგნაკის ასლის წარმოდგენა, ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟის დასადასტურებლად) 
  • ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ; 
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა; 
  • სილაბუს(ებ)ი; 
  • „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ და უფლების ჩამორთმევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა; 
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

 

კონკურსის პირობები:

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დადგენილ ვადებში; 
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით; 
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სეუ-ს მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის; 

 

კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა; 
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება. 

 

კონკურსის შერჩევის პირობები:

  • პირველ ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენა; 
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება. 

 

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 3 აგვისტოს; 
  • საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს: 2022 წლის 5 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით; 
  • კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა: 2022 წლის 13- 16 სექტემბერი; 
  • კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2022 წლის 19-22 სექტემბერი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში); 
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 23 სექტემბერი; 
  • სააპელაციო განაცხადის მიღება: 2022 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით; 
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2022 წლის 26 სექტემბერი; 
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 27 სექტემბერი. 

 

დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ 

ფოსტაზე: hr@seu.edu.ge (სათაურის ველში უნდა მიუთითოთ სწავლის სფერო და საკონკურსო ვაკანსია/აკადემიური თანამდებობა) 

საკონტაქტო ტელეფონი: 0322 90 00 00 / შიდა - 21 

 

მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება