BMS/ელექტრონული სისტემების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
03 აგვ - 30 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) აცხადებს ვაკანსიას BMS და ელექტრონული სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კონტროლიორების პროგრამირება
  • BMS - ექსპლუატაცია
  • ვენტილაციის სისტემები - HVAC მართვა

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ელექტრული, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერია)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა 
  • სამუშაო გამოცდილება მინ. 1 წელი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com   2022  წლის 29 აგვისტომდე
გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) -ის საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.
GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს)-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ვენტილაცია/გათბობა/კონდიცირება (HVAC)