ხარისხის კონტროლის განყოფილების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
03 აგვ - 30 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) აცხადებს ვაკანსიას  ხარისხის კონტროლის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე  

 

სამუშაო აღწერილობა: 

  • მიღების კონტროლი 
  • საწარმოში და საწყობში მიმდინარე პროცესების კონტროლი  
  • საწყობსა და ლაბორატორიებში წუნდებული/ნარჩენი მასალის კონტროლი 
  • საარბიტრაჟო ნიმუშის მართვა 
  • გარემოს მონიტორინგში მონაწილეობა  
  • ვალიდაციის პროცესებში (რომელიც კავშირშია და მოიცავს ხარისხის კონტროლის პერსონალის ჩართულობას) მონაწილეობა  
  • დანადგარების/აპარატურის კვალიფიკაციის და ტექმომსახურების (რომელიც კავშირშია და მოიცავს ხარისხის კონტროლის პერსონალის ჩართულობას) პროცეს(ებ)ში მონაწილეობა  

 

უნარები და კვალიფიკაცია: 

  • უმაღლესი ფარმაცევტული განათლება; 
  • ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ან პრაქტიკა ჩაითვლება უპირატესობად 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა 
  • სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის  ცოდნა  
  • ცვალებად ინფორმაციასა და გეგმებთან ეფექტურად მუშაობისა და ადაპტირების უნარი 
  • პრიორიტეტების განაწილების, ვადების დაცვის და სტრესული გარემოსადმი მდგრადობის უნარი 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • სისხარტე და ოპერატიულობა; 
  • პუნქტუალობა და აკურატულობა; 
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი. 

 

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე. 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com   2022  წლის 29 აგვისტომდე 

გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

 

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharmaceuticals-ის საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF. 

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს)-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს. 

 

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის. 

წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
წარმოების ხარისხის კონტროლი