მთავარი ბუღალტერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 5 - 7 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
13 აგვ - 02 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

ნექსთ სეილს აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე ბათუმში

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან, მოქმედ ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონტროლი და ანალიტიკა;
  • საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
  • საბუღალტრო გატარებების წარმოება;
  • თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

  • ბაკალავრის კვალიფიკაცია ფინანსების მიმართულებით;
  • ACCA-სა და ან სხვა ბუღალტერიის კურსი.

 

გამოცდილება:

  • სამშენებლო სექტორში ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის, არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება.

 

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • რუსული და ინგლისური ენები;
  • საგადასახადო კანონმდებლობა;
  • ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციები და სხვა კანონქვემდებარე აქტები;
  • აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები.
  • კომპიუტერული პროგრამები:
  • MS Office;
  • საბუღალტრო პროგრამა 1C; FMG.
     

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით. ელ. ფოსტის მისამართზე i.esakia@nextgroup.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი