ფორმა 2-ის სპეციალისტი
თბილისი, ლანჩხუთი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
03 აგვ - 02 სექ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება


სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს ვაკანსიას „ფორმა 2-ის სპეციალისტის” თანამდებობაზე, ქ. თბილისისა და ქ. ლანჩხუთის საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტისთვის:

ინფორმაცია პროექტზე: ქ. თბილისისა და ქ. ლანჩხუთის საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტი წარმოადგენს სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიეტუვური კომპანია შპს ,,Via Solis"-ის პარტნიორობით შემუშავებულ პროექტს, რომელმაც ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა. მოცემული პროექტის ფარგლებში ქალაქ თბილისის 3 და ქალაქ ლანჩხუთის 2 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 200 კვტ-ს შეადგენს.  პროექტის ჯამური ღირებულაბაა 378 000 ევრო. პროექტის მიმდინარეობის ხანგრძლივობაა 3 (სამი) თვე.

 

მდებარეობა: თბილისი, ლანჩხუთი;
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;
გამოცდილება: 2 წელი;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული საინჟინრო პროექტების გაცნობა და შესაბამისობა ფაქტობრივ მდგომარეობასთან;
  • პროექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით საკონტროლო, საზომი ხელსაწყოების, კომპონენტებისა და სისტემების შერჩევა;
  • შესრულებული სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების აღწერილობის განსაზღვრა, საქართველოში არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა ზღვრული ნორმების დადგენა ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
  • ტექნიკურ/საინჟინრო და ფინანსურ მატერიალურ გუნდთან კორდინირებული მუშაობა;
  • სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შედეგად გაწეული დანახარჯების, გამოყენებული სასაქონლო მარაგების, ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი საშუალებების, სახელფასო დანახაჯების  მიკუთვნება, ჩამოწერა და აღრიცხვა სპეციალურ სააღრიცხვო ფორმებში, მასალების ხარჯვის ტექნიკურ ფორმებში (ფორმა 2, ფორმა 29, დეფექტური და შესრულებული სამუშაოების აქტები, სახელფასო უწყისი სამუშაოთა შემსრულებლებისთვის)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება (საინჟინრო, არქიტექტურის პროფილით ჩაითვლება უპირატესობად)
  • სამშენებლო ობიექტზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • რუსული ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების ვადაა: ორიდან სამ თვემდე.

 

ხელფასი შეთანხმებით.

 

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:  info@gedf.com.ge, d.sanadze@gedf.com.ge და თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ფორმა 2-ის სპეციალისტი.

CV-ის წარმოდგენის ბოლო ვადა  7 აგვისტო.  

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა