- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
- რუსული,ინგლისური


სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე, ქ. თბილისისა და ქ. ლანჩხუთის საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტისთვის:
ინფორმაცია პროექტზე: ქ. თბილისისა და ქ. ლანჩხუთის საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტი წარმოადგენს სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიეტუვური კომპანია შპს ,,Via Solis"-ის პარტნიორობით შემუშავებულ პროექტს, რომელმაც ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა. მოცემული პროექტის ფარგლებში ქალაქ თბილისის 3 და ქალაქ ლანჩხუთის 2 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 200 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულაბაა 378 000 ევრო. პროექტის მიმდინარეობის ხანგრძლივობაა 4 (ოთხი) თვე.
მდებარეობა: თბილისი, ლანჩხუთი;
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;
გამოცდილება: 2 წელი;
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება, აღსრულება, პროცედურების, დამხმარე დოკუმენტების მომზადება;
- სამშენებლო ობიექტზე ზოგადი და სპეციფიკური რისკების შეფასება;
- სასაწყობე სივრციდან სამშენებლო კომპონენტების ტრანსპორტირების შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი;
- მუშახელის ყოველდღიური ტრეინინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით;
- სამშენებლო ობიექტის ინსპექტირება/მონიტორინგი, შეუსაბამობების შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება;
- სამშენებლო ობიექტზე ამკრძალავი, გამაფრთხილებელი, სავალდებულო და დამხმარე ნიშნების განსაზღვრა და შესაბამისი ნიშანდება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაწერილი დავალებების შესრულება და მონიტორინგი;
- სამუშაო (სამონტაჟო) მოედანზე სამუშაო პროცესის მუდმივი მეთვალყურეობა და უშუალო ხელმძღვანელის მუდვმივად ინფორმირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება (საინჟინრო, არქიტექტურის პროფილით ჩაითვლება უპირატესობად)
- სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტაცია (მათ შორის: სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების აკრედიტაცია)
- შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა
- MS office პროგრამების კარგად ცოდნა
- რუსული ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების ვადაა: ორიდან სამ თვემდე.
ხელფასი შეთანხმებით.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gedf.com.ge, d.sanadze@gedf.com.ge და თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
CV-ის წარმოდგენის ბოლო ვადა 12 აგვისტო.