სერვის ცენტრის მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
08 აგვ - 02 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია iTechnics-ი, ჩვენთან სამუშაოდ იწვევს ყველას, ვისაც სურს გახდეს 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული ბრენდის გუნდის წევრი.   
 

კომპანია iTechnics-ი აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი 

განაკვეთი: სრული 

დასვენება: კვირაში 2 დღე  

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი   

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; 
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების და სალარო ოპერაციების ცოდნა;  
  • Apple-ის პროდუქციაზე მომსახურების გაწევა; 
  • მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება; 
  • გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება. 
     

პროფესიონალს უნდა ჰქონდეს:  

  • შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სისხარტე და ოპერატიულობა; 
  • ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი; 

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია: 

  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა; 
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება გაყიდვების და მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.  

 

ჩვენ შეგასწავლით: 

  • Apple-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს; 
  • გაყიდვების ხელოვნებას; 
  • კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას; 
  • უშუალო მოვალეობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას.  
     

 

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მეგობრული გარემოს შექმნაზე, თანამშრომლების მოტივირებაზე, მათ სწავლება განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე vacancy@itechnics.ge და მოგვწერეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 

„აიტექნიკსში“ გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.    

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "iTechnic"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. 
 
"iTechnics" გისურვებთ წარმატებას! 

გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
ფილიალების ქსელი
მსგავსი განცხადებები
თბილისი