ადმინისტრატორი/მოლარე
- ნახევარი განაკვეთი
- 500 - 900
- ერთ წელზე ნაკლები
- რუსული,ინგლისური
03 აგვ - 02 სექ
სტანდარტი
Beauty Room «MIORQ» აცხადებს კონკურს ვაკანტურ პოზიციაზე - ადმინისტრატორი/მოლარე.
Beauty Room « MIORQ» დაარსდა სილამაზისთვის!
სტუდიის კონცეფცია მყარდება სიყვარულზე,ესტეტიურობაზე და სილამაზეზე.
ჩვენ გვინდა გითხრათ ყოველ ჩვენს მომხმარებელს, მიყვარხარ.
სილამაზე ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
მოვალეობა:
- მომსახურეობაზე ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება:
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე სწრაფად პასუხის გაცემა;
- მომხმარებლის სრულყოფილად კონსულტაცია არსებული აქციებისა და მომსახურეობის შესახებ;
- მომხმარებელთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- პერსონალის კონტროლი,ასევე დასუფთავების თანამშრომლის კოორდინაცია.
- ხარისხისა და სტანდარტის დაცვა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გამართული, კეთილგანწყობილი და დახვეწილი მეტყველება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- განიხილება კადრი გამოცდილების გარეშეც;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე - აუცილებელია;
- საბაზისო, საოფისე კომპიუტერული პროგრამების და სასურველია YCLIENTS ცოდნა.
პირობები:
- სამუშაო ადგილი თბილისი,წერეთლის გამზირი 105,1 ა. ( გამოფენის წინ)
- კომფორტული და სუფთა სამუშაო გარემო ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას;
- გრაფიკი განიხილება 2/2;( შედგენა ხდება ინდივიდუალურად)
- დრო 10:00 - 21:00 ( 1 საათი შესვენება);
- აუცილებლად ყოველი 6 თვის შემდგომ გექნებათ შვებულება ( 10 დღე).
- შერჩეულ კანდიდატს შევასწავლით სამუშაოს.
ანაზღაურება: დღეში 40 ლარი
შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
საკონტაქტო ნომერი - თამო (მენეჯერი) +995595492779
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით , მისამართზე: infomiorq@gmail.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი/მოლარე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
გაყიდვები
მოლარე