უნივერსალური მოლარე
ლანჩხუთი
  • სრული განაკვეთი
03 აგვ - 22 აგვ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უნივერსალური მოლარე. 

სამუშაო ადგილი: ლანჩხუთი 
განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 24  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით მომხმარებელს მათზე მორგებულ ფინანსურ სერვისებს აწვდის. კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით. 

 

კრისტალის დიდი გუნდი აერთიანებს  1000 ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც ნათლად გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, მეგობრული გარემოს შექმნაში, თანამშრომლებზე ზრუნვაში,  გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში.  სწორედ ასეთი გარემო და კოლეგიალური ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია კომპანიაშია დასაქმებული, რაც ნათლად აისახება კომპანიის სიძლიერეზე, სტაბილურობასა და წარმატებაზე. 

 

„კრისტალი“ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას; 
  • სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა; 
  • სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა; 
  • ძვირფასი ლითონების შეფასება. 

 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა); 
  • ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (სასურველია); 
  • კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები; 
  • პუნქტუალობა, აკურატულობა, პრეზენტაბელური;
  • კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა. 

 

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2022 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.  

 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
საბანკო
მოლარე (საბანკო),
ექსპერტ-შემფასებელი (ძვირფასი ლითონები)