ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების და მოწყობილობების მონიტორინგის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
13 აგვ - 19 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

პოზიციის დასახელება: ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების და მოწყობილობების მონიტორინგის სპეციალისტი 

კომპანია: სს “ეპ გენერაცია”  

სამუშაო ადგილი: თბილისი 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 აგვისტო, 2022 წ. 

 

სს “ეპ გენერაცია” აცხადებს კონკურსს  ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების და მოწყობილობების მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე. 

 

მოვალეობები და ვალდებულებები: 

  • მონაწილეობის მიღება ყველა ჰესისთვის მონიტორინგის პროგრამის მომზადებაში, არსებული მეთოდური მითითებების საფუძველზე; 
  • მონიტორინგის პროგრამის შესრულების კონტროლი; 
  • ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონიტორინგის მასალების და მექანიკური მოწყობილობების დიაგნოსტიკის შეფასება; 
  • ჰიდროტექნიკური ნაგებობების და მექანიკური მოწყობილობების კომისიურ დათვალიერებაში მონაწილეობა; 
  • დეფექტების და პროექტებიდან გადახრების აღმოჩენა, სადეფექტო და დათვალიერების აქტების შედგენა; 
  • დეფექტების აღმოფხვრის ღონისძიებების შემუშავება; 
  • ყველა ჰესზე ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგების კონტროლი; 
  • ჰესის საპროექტო გადაწყვეტილებების შესწავლა, რომელიც ხელს უწყობს მოწყობილობების და მექანიკური დანადგარების მდგომარეობის გაუმჯობესებას; 
  • მონაწილეობის მიღება ჰიდროელექტროსადგურის  ზამთრის პერიოდში მუშაობისთვის მომზადებაში; 
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის გაფორმება, 
  • ავარიის და მუშაობაში ხარვეზების მიზეზების გამოძიებაში მონაწილეობა და მათ აღმოსაფხვრელად ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • ჰიდროტექნიკურ  ნაგებობებზე გეგმიურ და ავარიულ სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება; 
  • ჰესის წყალსაცავების სწორად გარეცხვის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება; 

 

საჭირო კვალიფიკაცია:  

  • უმაღლესი განათლება (ჰიდრო-ტექნიკური მშენებლობა); 
  • საოფისე პროგრამების  (Word, Excel )  და  Autocad -ის ცოდნა; 
  • უცხო ენების ფლობა (ინგლისური ან რუსული სავალდებულო); 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შესაბამის სფეროში მუშაობის  გამოცდილება-3 წელი; 

 

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@energo-pro.ge   ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე:   http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/   2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით. 

 

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.  

 

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან. 

ენერგეტიკა
ენერგეტიკა (ზოგადი)