ქონებრივი და პასუხისმგებლობის რისკების რეგულირების დეპარტამენტის დირექტორი
თბილისი
კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური,რუსული
02 აგვ - 17 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვაკანსია სრულ განაკვეთზე მომუშავე  ქონებრივი და პასუხისმგებლობის რისკების რეგულირების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.

 

ძირითადი პასუხიმგებლობები:

  • კომპანიის სდაზღვევო პოლიტიკის გატარება  ქონებრივი და პასუხიმგებლობის რისკების რეგულირების დაზღვევის მიმართულებით;
  • კომპეტენციის ფარგლებში  საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ანაზღაურებასთან დაკავშირებით დაზღვეულის კონტრაქტის პირობების შესაბამისად;
  • დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების/ თანამშრომლების მუშაობის კონტროლი და მონიტორინგი;
  • მიმდინარე სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მონიტორინგი;
  • რეგულირების სისწორის კუთხით ასანაზღაურებელი სადაზღვევო შემთხვევების რევიზია;
  • ზარალიანობის ანგარიშის და  ანალიზის წარმოება შესაბამისი პარამეტრების მიხედვით;
  • საპრეტენზიო სადაზღვევო შემთხვევების განხილვაში ჩართულობა და კომიტეტის წევრებთან ერთად გადაწყვეტილების მიღება;
  • პროვაიდერების მართვის (შერჩევა, დაკონტრაქტება, ხარისხის და ფასის მონიტორინგი და სხვა.. )
  • საჭიროების შემთხვევაში არსებული ქონებრივი და პასუხიმგებლობის რისკების დაზღვევის ხელშეკრულებების გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • საგამოძიებო ხასიათის სფეროში მუშაობის მინ, 3 წლიანი გამოცდილება.
  • სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • ავტომობილების მოდელებისა და მარკების, ასევე, ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
  • სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  • რუსული და ინგლისური ენების  ცოდნა.

 

პიროვნული მახასიათებლები

  • ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციური და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;
  • განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • პუნქტუალობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: recruitgerogia@gmail.com  და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  – ქონებრივი და პასუხისმგებლობის რისკების რეგულირების დეპარტამენტის დირექტორი - ლათინური შრიფტით.  განაცხადები მიიღება 2022 წლის  16 აგვისტომდე.

 

წინამდებარე ვაკანსიის განცხადების შესაბამისად თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე ან სხვა დოკუმენტაცია (ერთად ან ცალცალკე) შესაძლოა შეცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების და განვითარების მიზნით. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამის ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის განცხადებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში).

 

TOP მენეჯმენტი
აღმასრულებელი დირექტორი(CEO)
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)