ექთნის თანაშემწე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
02 აგვ - 01 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე. 

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩაჩავას 1. 

სამუშაო განაკვეთი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს. 

ანაზღაურება: გამომუშავებით. 

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: 

  • საექთნო მანიპულაციების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება  
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება, (სტუდენტი სამედიცინო ფაკულტეტის მე-3 სემესტრის) 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება; 
  • სანიტარული ნორმების დაცვის წესების და პროცედურების ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • მოწესრიგებულობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობა. 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge . სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ექთნის თანაშემწე“. 
 
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. 

სამედიცინო
მედდა,
ექიმის დამხმარე