ტერმინალების მომსახურების ტექნიკოსი
თბილისი
  • ნახევარი განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
07 აგვ - 01 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს ოპპა ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს,როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. 

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად! 
 
 

სს "ოპპა"  აცხადებს ვაკანსიას  ტერმინალების მომსახურების ტექნიკოსის პოზიციაზე, თბილისში 

სამუშაო ადგილი:  თბილისი 

  

პოზიციის მიზანი: 

  • ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური მომსახურება. 

 

რას გააკეთებ: 

  • უზრუნველყოფ ქსელში არსეული ტერმინალების გამართულად, შეფერხების გარეშე მუშაობას; 
  • მათი სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნებას; 
  • უზრუნველყოფ ტერმინალის გამართულად მუშაობის მონიტორინგის, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოსტიკას და მისი დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფას; 
  • უზრუნველყოფ ტერმინალის პროგრამულ გამართულობას: სისტემის გამართვას, დრაივერების დაყენებას, სისტემის ინსტალაციას; 
  • ტერმინალების ქსელში განთავსებას, დაბრუნებას და შეცვლას. 

  

მნიშვნელოვანია გქონდეს: 

  • კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება; 
  • ვინდოუსის და ლინუქსის საბაზისო დონეზე ცოდნა; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 

  

დამატებითი მოთხოვნები: 

  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა; 
  • ავტომობილის ფლობა; 
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია; 
  • ავტომობილი, რომელიც მოიხმარს საწვავს არაუმეტეს 8-9 ლიტრი. 

 

უნარები: 

  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 

  

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს. 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. 

სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 0322 303 308. 

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება