თბილისის წარმომადგენლობის ინკასატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
07 აგვ - 01 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

 

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას თბილისის წარმომადგენლობის ინკასატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

 

 

პოზიციის მიზანია:

  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასირება.

 

რას გააკეთებ:

  •  გააინკასირებ სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალებს;
  •  სალაროში წარადგენ ინკასირებული თანხებს, დანაკარგის გარეშე;
  • შეასრულებ უსაფრთხოების ინსტრუქციას.

 

მნიშვნელოვანია:

  •  უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია;
  •  ავტომობილის ფლობა;
  • ავტომობილი, რომელიც მოიხმარს საწვავს არაუმეტეს 8-9 ლიტრს;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

უნარები:

  •  ორგანიზებულობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.

ადმინისტრაცია
ინკასატორი