ფილიალის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
02 აგვ - 01 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

GASTRONOME -ის ჰოლდინგი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით; SHOP & DINE კონცეფციის რესტორნებით:  Bistro by GASTRONOME; Argentinian Steakhouse by GASTRONOME; მეიდანზე ქართული რესტორნით „თამარა “; და კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by GASTRONOME. 

 

GASTRONOME -ის  გუნდში ვეძებთ თანამშრომელს  ფილიალის მენეჯერის  პოზიციაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ფილიალის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა (კონსულტანტი, მოლარე, დასუფთავების თანამშრომელი,დაცვა); 
  • ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა; 
  • მარაგების და ნაშთების კონტროლი; 
  • პროდუქტების გეგმიური ინვენტარიზაცია; 
  • სალაროს კონტროლი; 
  • ონლაინ შეკვეთების სისტემების მართვის კონტროლი (ვოლტი და ა.შ.); 
  • ახალი პროდუქციის მიღება და აღრიცხვა პროგრამაში; 
  • მომხმარებგგელთან კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა; 
  • შეფერხებებისა ან კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა; 
  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა; 
  • გაყიდვების სტატისტიკის  წარმოება; 
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა; 
  • მომხმარებელთა ბაზის მონიტორინგი; 
  • მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი; 

 

მოთხოვნები/უნარები: 

  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში 
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე 
  • უმაღლესი განათლება 
  • ინგლისური ენის ცოდნა 
  • სასურველია რუსულის ცოდნა 
  • სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე 
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი 
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი 

  

ანაზღაურება:  ფიქსირებული (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)  + ბონუსი გამომუშავებით; 

სამუშაო გრაფიკი:  სრული 

ლოკაცია : თბილისი 

  

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge  სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. 

გაყიდვები
ფილიალების ქსელი