ანაზღაურებადი სტაჟირება ტექნიკოსის პოზიციაზე
თბილისი
  • სტაჟირება
  • ერთ წელზე ნაკლები
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური
02 აგვ - 01 სექ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"გარდი სისტემსი" არის მზარდი და მუდმივ განვითარებაზე კომპანია რომელიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს 2017 წლიდან. "გარდი სისტემსი" არის შეკუმშული ჰაერის სფეროში მოღვაწე კომპანია რომლის ძირითადი პროფილია შესაბამისი ტექნოლოგიების პროექტირება, იმპორტი, ინსტალაცია და შემდგომი სერვისი. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის გადაწყვეტილებებს როგორც მცირე ოპერატორებისთვის ასევე მსხვილი ინდუსტრიული ორგანიზაციებისთვის.

 

"გარდი სისტემსი" დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს, კერძოდ შეკუმშული ჰაერის სფეროში შესთავაზონ მომხმარებელს პროფესიონალური გადაწყვეტილებები და იზრუნონ შეთანხმებული მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების აღსრულებაში, კომპანია "გარდი სისტემსის" ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს სერვისი რომელიც განვითარებაც ყოველთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენი მომხმარებლების მიმდინარე და მომავალი კმაყოფილების ხარისხი მუდამ მაღალი სტანდარტისაა.

 

კომპანია "გარდი სისტემსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ტექნიკოსის თანამდებობაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • დანადგარების გეგმიური ტექნიკური მომსახურეობა.
  • ტექ. დაზიანების შემთხევაში ხარვეზის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
  • დანადგარების მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება.
  • სერვის ცენტრის ადმინისტრირებაში მონაწილეობის მიღება.
  • სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი.
  • ახალი ტიპის მოწყობილობების შესწავლა ტექნიკური მომსახურების კუთხით.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ტექნიკური ბექგრაუნდი, ინდუსტრიული დანადგარების ექსპლუატაცია, სერვისი და ინსტალაცია.
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • სასურველია ცოდნა/გამოცდილება ავტომატიზაციის და სუსტი დენების სფეროში.
  • მართვის მოწმობა B კატეგორია. დამაჯერებელი გამოცდილებით.
  • ინტერნეტ რესურსებში ინფორმაციის მოძიების და დამუშავების გამორჩეული უნარ-ჩვევა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
  • ტექნიკური აზროვნების უნარი.
  • ტექნიკური მიმართულებებისადმი ბუნებრივი ინტერესი.
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • კომუნიკაციის კარგი უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ შემდეგს:

  • პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო წამყვან მწარმოებლებთან.
  • მაღალი თვით რეალიზაციის მიღწევის საშუალება.
  • სტაბილური და მზარდი ანაზღაურება.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@gardis.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

 

ენერგეტიკა
ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება