მაღაზიის მენეჯერი
ზუგდიდი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
02 აგვ - 01 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდში მაღაზიის მენეჯერის  პოზიციაზე: 

 

სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი 

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე. 

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; 
  • პროფესიულსა და მომსახურების ხარისხის ტრეინინგებს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით. 

 

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: 

  • მაღაზიის ხარისხიანი, ეფექტური და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქციებისა და როლების განაწილება/მართვა; 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარება, მოტივაცია და უკუკავშირი; 
  • გაყიდვების სტიმულირება; 
  • მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა; 
  • მომხმარებელთა მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გამოვლენა, მათი შენიშვნებისა და პრობლემების მოგვარებისათვის ეფექტური და ქმედითი გზების მოძიება. 
  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი; 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • აუცილებელია საცალო გაყიდვების მიმართულებით, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე; 
  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. 

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV  გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი ზუგდიდში". 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: 
 
ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

წარმატებას გისურვებთ! 

გაყიდვები
ფილიალების ქსელი