მეღვინე ტექნოლოგის დამხმარე სოფელ მანავში
საგარეჯო
  • სრული განაკვეთი
12 აგვ - 01 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" დამწყებ მეღვინეებს აძლევს შესაძლებლობას ადგილზე გაიარონ შესწავლა პრაქტიკა ცქრიალა ღვინოების მიმართულებით შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

გახდით სპეციალისტი, რომელსაც არა მხოლოდ ესმის ღვინო, არამედ ზუსტად იცის, რაზეა დამოკიდებული ესა თუ ის გემო. მოგეცემათ შესაძლებლობა ჩაერთოთ, სხვადასხვა ყურძნის ჯიშისგან, სპეციალური ნაზავის შექმნის პროცესებს, სადაც თითოეულ ჯიშს თავისი ადგილი უკავია.

 

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მეღვინე ტექნოლოგის დამხმარეს პოზიციაზე. 

 

პოზიცია: მეღვინე ტექნოლოგის დამხმარე; 
მდებარეობა: სოფ. მანავი;
სამუშაო გრაფიკი: სრული.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ღვინისა და ცქრიალა ღვინოების შესწავლა/პრაქტიკა;
  • წყნარი ღვინოების მათ შორის ცქრიალა ღცინოების ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი;
  • ღვინის დამუშავება ტექნოლოგიური სქემის მიხედვით.

   

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განიხილებიან კურსდამთავრებული კანდიდატები;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);ინგლისური და რუსული ენის ცონდა;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მეღვინე-ტექნოლოგი“. კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. სააპლიკაციო ფორმები მიიღება  2022 წლის 02 სექტემბრის ჩათვლით.

 

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

წარმოება/ოპერაციები
ღვინის ტექნოლოგი