მძღოლი-ექსპედიტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
07 აგვ - 01 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე. 
 
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" შვილობილი კომპანიისათვის შპს „სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლი ექსპედიტორის პოზიციაზე. 

 მდებარეობა: თბილისი 

სამუშაო გრაფიკი: სრული 
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •  აღნიშნულ პოზიციაზე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) 

  

 მოვალეობები: 

  • დამსაქმებლის კონტრაქტორი კომპანიებისთვის პროდუქციის დროული მიწოდება ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით 
  • სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, ჩამოტვირთვა 
  • ტრანსპორტირებისთვის გამზადებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი  
  • საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი 
  • სალაროს აპარატთან მუშაობა 
  • ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან 

 
უნარ-ჩვევები: 

  • დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კომუნიკაბელური 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი ექსპედიტორი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. 
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტრიბუტორ-ექსპედიტორი