ფინანსური მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
12 აგვ - 01 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს “KTW ჯგუფი”-ს  წევრ  კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო  პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.  

შპს „სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.  

მდებარეობა: ქ. თბილისი 

სამუშაო გრაფიკი: სრული 
 

ფუნქცია -მოვალეობები: 

  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, ანალიზი და წარდგენა; 
  • ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება, შესრულების კონტროლი; 
  • ხარჯების კონტროლის მექანიზმების შემუშავება-დანეგვა; 
  • რეპორტების შედგენა; 
  • სხვადასხვა დეპატრამენტებთან ინფორმაციის გაცვლა; 
  • პერიოდულ ინვენტარიზაციაში და კონტროლის სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიური მიმართულებით 
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე 
  • Excel -ის გამართული ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტულად. 

 

  პიროვნული თვისებები:                   

  • ანალიტიკური  აზროვნების უნარი 
  • სწრაფი აზროვნება, დავალებების ოპერატიულად შესრულების უნარი; 
  • დროის მენეჯმენტი, სამუშაოს დაგეგმარების, პრიორიტეტების განსაზღვრის გამოკვეთილი უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა; 
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  2022 წლის 2 სექტემბერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ   (CV) ფოტოსურათით,  ელ.ფოსტაზე:  hr@ktw.ge  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება   ,,ფინანსური მენეჯერი“.   რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შპს „სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი“ მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 

 

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია