რეგისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
02 აგვ - 17 აგვ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

„ევექსის ჰოსპიტლები“  აცხადებს რეგისტრატორის  ვაკანსიას თბილისში

„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ლუბლიანას #13
სამუშო გრაფიკი:  24 საათიანი მორიგეობა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
  • პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • დარეგისტრტირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
  • მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია–მოვალეობები უშუალო უფროსისა და ჰოსპიტლის მენეჯერის დავალების შესაბამისად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
  • MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
  • გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
  • ინფორმაციის ანალიზის და  გადაცემის უნარი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 აგვისტო, 2022
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/registratori/860
„ევექსის ჰოსპიტლები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
სამედიცინო
რეგისტრატურა