- სრული განაკვეთი
- პროფესიული კოლეჯი
- 2 - 3 წლამდე
- ინგლისური
შპს თაბორი რიზორთსი აცხადებს ვაკანსიას მწვანე საფარის მომვლელთა ზედამხედველის პოზიციაზე
პოზიცია: მწვანე საფარის მომვლელთა ზედამხედველი / Chief Greenkeeper
დამსაქმებელი: შპს თაბორი რიზორთსი - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული
http://gcfund.ge/en/gtdf/10/Paragraph-Golf-%26-Spa-Resort-Tabori-Hill
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გოლფის მოედნის ტექნიკური მენეჯერის მხარდაჭერა გოლფის მოედნის და მიმდებარე ტირიტორიის მოვლა პატრონასა და მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში.
- მწვანე საფარის მომვლელთა საქმიანობის ზედამხედველობა;
- გოლფის მოედნის სათამაშოდ მომზადება;
- ხელმძღვანელის მითითებით ხე-მცენარეების გასხვლა/ფორმირება (ხმელი, დაზიანებული ტოტების მოჭრა, ტერიტორიიდან გამოტანა და სპეციალურ ადგილას დროებით განთავსება)
- არსებული ხე-მცენარეების შეწამვლა
- მცენარეების მოვლა/მორწყვა
- ბალახის გათიბვა, დასუფთავება და სხვა მოვლითი სამუშაოები
- მომიჯნავე ტერიტორიების მოვლა-პატრონობა: ხის ზედმეტი ტოტების მოჭრა, დაზიანებული ტერიტორიების შეკეთება, მოედნის ნიშნულების შეცვლა, მოედნის მორწყვა და საჭირო სასუქის / ქიმიკატების ტერიტორიაზე შეტანა
- ტერიტორიის მავნებლებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარება და კონტროლი
- წინასწარ გაწერილი გრაფიკით ტერიტორიის მოვლა
- ნიადაგის ან რაიმე ინერტული მასალისაგან წარმოქმნილი ბორცვების გაშლა
- საირიგაციო სისტემების აპარატურისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა
- გოლფის მოედნის მოვლა პატრონობისთვის განკუთვნილი აპარატურის და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
- საჭირო აპარატურის , აღჭურვილობის , მათი მოხმარებისთვის საჭირო დამხმარე ნაწილების მარაგების კონტროლი, შესაბამისი შესყიდვების ინიცირება. ამის შესახებ საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
- რეპორტების წარმოება გოლფის მოედნის ტექნიკური მენეჯერისთვის და მენეჯმენტისთვის მოთხოვნისამებრ
- ტრენინგების ჩატარება ახალი თანამშრომლებისთვის, ასევე დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/ ტრენინგი გოლფის მოედნის ტექნიკური გუნდისთვის;
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა
საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:
- პროფესიული ან აკადემიური განათლება, სასურველია აგრო მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
- ქიმიკატების და სასუქების გამოყენების ცოდნა;
- სასურველია საირიგაციო სისტემებში სამუშაო გამოცდილება
- ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არაუგვიანეს 2022 წლის 01 სექტემბრისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.